Friday, December 25, 2015

ვერონა - სიყვარულის ქალაქი



ქალაქი ვერონა ჩრდილოეთ იტალიაში
შექსპირის მიერ ხოტბაშესხმული ქალაქი ვერონა ჩრდილოეთ იტალიაში, ვენეტოს რეგიონში მდებარეობს. თავისი მდიდარი ისტორიით, განსაკუთრებით კი არქიტექტურითა და კულტურით, მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ქალაქია. 2000 წელს ის მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადდა. იქ ჩასული ტურისტების მტკიცებით, უძველეს ქალაქში მოგზაურობა და დასვენება ენით აუწერელი სიამოვნებაა.
კლიმატი
ვერონასათვის კონტინენტური კლიმატია დამახასიათებელი. ზაფხული ცხელი და მშრალია, ხოლო ზამთარი – ნალექიანი და ცივი. მაისიდან მოყოლებული ვერონაში საკმაოდ თბილა, ხოლო ივლისი და აგვისტო ისეთი ცხელია, რომ ქალაქს ხიბლი, ცოტა არ იყოს, ეკარგება, ამიტომ წელიწადის ამ დროს იქ წასვლას არ გირჩევთ. დეკემბერი საკმაოდ თბილია, რასაც ზამთრის დანარჩენ თვეებზე ვერ ვიტყვით. წვიმები მთელი წლის განმავლობაში პერიოდულად მოდის, ხოლო თოვლი იშვიათობას წარმოადგენს.
ენა
ვერონელებს სპეციფიკური სამეტყველო კილო აქვთ, თანაც ძალიან საინტერესო. ზოგადად იტალიური ტოსკანურ დიალექტს ემყარება. იტალიელებს უცხო ენების შესწავლის საოცარი უნარი რომ აქვთ, იქიდანაც ჩანს, რომ ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანი კარგად ფლობს ინგლისურს. საერთაშორისო ენის შემდეგ ყველაზე პოპულარული გერმანული და ფრანგულია.
ფული
2002 წლიდან ევრო იტალიის ოფიციალური ვალუტაა. მანამდე მიმოქცევაში იტალიური ლირა იყო. გაითვალისწინეთ, რომ ვერონა იტალიის ყველაზე ძვირ ქალაქებს შორისაა. ასე რომ, თუ გსურთ, ისიამოვნოთ, ჯიბე სავსე უნდა გქონდეთ.
გადაადგილება
ვერონას კატულოს აეროპორტი ემსახურება, რომელიც ქალაქიდან 12 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ცენტრამდე მისვლას ავტობუსით ან მატარებლით შეძლებთ. ორივე მათგანის ბილეთის ფასი 5 ევროა. თვითმფრინავით ძირითადად სხვა კონტინენტებიდან მიმავალი ტურისტები სარგებლობენ. თანამედროვე ექსპრესმატარებლები და ავტობუსები ვერონას იტალიისა და ევროპის სხვა ქალაქებთან ყოველდღიურად აკავშირებენ.
რაც შეეხება ქალაქის ტერიტორიაზე გადაადგილებას, ამისათვის უამრავი სატრანსპორტო საშუალებაა გამოყოფილი, თუმცა ფეხით სიარული ყველაზე კარგი გამოსავალია. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ბილეთი წინასწარ უნდა შეიძინოთ და მათი ფასები თითქმის ერთნაირია. ერთდღიანი ბილეთი 5 ევრო ღირს, ხოლო სამდღიანი – 12 ევრო.
ავტობუსები ყოველთვის გადაჭედილია, განსაკუთრებით კი – პიკის საათებში. სახელმწიფო ტაქსის გამოძახება მხოლოდ ტელეფონით შეგიძლიათ. ვერონას ქუჩებში მარტო კერძო ტაქსს თუ გააჩერებთ. მანქანისა და ველოსიპედების დასაქირავებლად განკუთვნილი სააგენტოები ყოველ ნაბიჯზეა. მანქანის დაქირავებას არ გირჩევთ, რადგან ქალაქში მუდმივად საცობებია. ველოსიპედისტებისათვის კი სპეციალური ტრასებია გამოყოფილი. ერთი დღით ველოსიპედის დაქირავებას 40–50 ევროდ შეძლებთ.
სამზარეულო
იტალიელებისათვის ეროვნული სამზარეულო ხელოვნების ნიმუშია. პირველ რიგში, იტალიური სამზარეულო ისეთ პოპულარულ კერძებთან ასოცირდება, როგორებიცაა პიცა და მაკარონი. ღვინო და ყველი იტალიური სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. იტალიელები მართლაც რომ გემრიელ და განსხვავებულ კერძებს ამზადებენ. პირველ რიგში, გირჩევთ, პიცერიას ესტუმროთ და ნამდვილი იტალიური პიცა გასინჯოთ. რიზოტო, არანჩინი, პოლენტა და სხვა საფირმო კერძები დაუვიწყარ გემოს დაგიტოვებთ.
ტრადიციული კერძებიდან აღსანიშნავია სპაგეტი ა ლა კარბონარა, რომელიც კვერცხითა და ყველით მზადდება. როგორც ამბობენ, ძალიან ბევრი გურმანი ვერონას კალცონეს – დატენილი პიცის დასაგემოვნებლად სტუმრობს. ეს გახლავთ ხაჭაპურის მსგავსი, პიცის ცომითა და მოცარელას ყველით მომზადებული საჭმელი. ყველის ნაცვლად შეიძლება იყოს ხორცი ან ბოსტნეული. სენდვიჩის ზომის კალცონეს ხშირად ქუჩის ჯიხურებიდანაც ყიდიან, ვინაიდან მისი ჭამა ადვილია ზეზეურად და სიარულის დროს.
ვერონაში, სხვა იტალიური ქალაქების მსგავსად, 200–მდე სახეობის ყველსა და 300 სახეობის სოსისს შეხვდებით. იტალიური ღვინო მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში პოპულარულია. იტალიელები ყოველ კერძთან შესაფერის ღვინოს მიირთმევენ. ამ მხრივ “დე ლა კასა” შეუცვლელია, რადგან ის ნებისმიერი სახის კერძთან კარგია.
ვერონაში ლუდის ბარებიც მრავლადაა, მაგრამ ღვინოსთან შედარებით, იტალიურ ლუდს ნაკლები მომხმარებელი ჰყავს.
ყავას კი 100–მდე სახეობისას შემოგთავაზებენ, თუმცა, პირველ რიგში, ნორმალეს ან ესპრესოს მოგართმევენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ამ ორს ყველასაგან განსხვავებულად და გემრიელად ამზადებენ.
ღირსშესანიშნაობები
მისი კულტურული მემკვიდრეობის, რამდენიმე ყოველწლიური ბაზრობის, შოუების, პოეზიის სეზონების, რომაელების მიერ აშენებული ამფითეატრის თუ შექსპირის უკვდავი პიესა “რომეო და ჯულიეტას” წყალობით, ვერონა ჩრდილოეთ იტალიის ერთ–ერთ უმთავრეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
2000 წელს იუნესკომ ვერონა მისი ურბანული სტრუქტურისა და არქიტექტურის გამო მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. თუ იმის შესაძლებლობა გაგიჩნდებათ, რომ ვერონას სიყვარულის დღეს ესტუმროთ, არასოდეს ინანებთ. “თუ შეყვარებული ხარ, ვერონაში ჩამოდი!” – წმინდა ვალენტინის დღესთან დაკავშირებით ამ სლოგანით უკვე რამდენიმე წელიწადია შეყვარებულთა ქალაქი წყვილებს ეპატიჟება. უნდა აღინიშნოს, რომ ფესტივალის დღეებში ჩატარებული ღონისძიებები ძირითადად რომეოსა და ჯულიეტას მარადიული სიყვარულის ისტორიას ეძღვნება.
ქალაქის მოედანზე – პიაცა დე სიგნორიზე – ფესტივალის დღეებში გულის ფორმის რომანტიკული ბაზრობა იმართება. ყველაზე რომანტიკული ადგილი ვერონაში ჯულიეტას სახლია, რომელიც ჯერ კიდევ მე–12 საუკუნეშია აგებული, მისი ინტერიერი კი მე–15–17 საუკუნეებით თარიღდება. რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში სწორედ იქ ცხოვრობდა კაპულეტების ოჯახი. განსაკუთრებული პოპულარობით ტურისტებში სარგებლობს ჯულიეტას აივანი და ჯულიეტას ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც 1972 წელს დაიდგა მის სახლთან. ითვლება, რომ ჯულიეტას მკერდთან შეხებას სიყვარულში იღბალი მოაქვს, ამიტომ ქანდაკების ეს ყველაზე სასიამოვნო ნაწილი უამრავი ტურისტის ხელის შეხების გამო ისეა გადაპრიალებული, რომ ელვარებს. ასი ათასობთ ტურისტი ყოველწლიურად ჩადის ვერონაში სიყვარულის საპოვნელად თუ შესანარჩუნებლად. თუ ერთმანეთს ჯულიეტას აივანზე აკოცებთ, თქვენი სიყვარული სიბერემდე არ გახუნდება, ხოლო აივნის ქვეშ წერილის სახით დატოვებული ნატვრა აუცილებლად ასრულდება – ასეთი თქმულებებით იზიდავენ ტურისტებს.
არ შეიძლება ვერონაზე ვისაუბროთ და არ ვახსენოთ ადიჯის მდინარეზე გადებული წითელი აგურით ნაგები სკალიგერის სახელობის ხიდი და ციხესიმაგრე. ეს უზარმაზარი კონსტრუქცია ჯერ კიდევ 1354–1356 წლებში ლორდ კონრად მეორე დე ლა სკალას მიერ იქნა აგებული. ლეგენდის თანახმად, კონრადმა ამ შენობის დიზაინერი, გუგლიერმო ბევილასკუა, კათოლიკური და მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანის, მარტინე ტურელის ხმლით დააჯილდოვა.
უსაფრთხოების წესები
სამოგზაუროდ ვერონა საკმაოდ დაცული და უსაფრთხო ქალაქია. საშიშროებას მხოლოდ ჯიბის ქურდები ქმნიან. გირჩევთ, სხვადასხვა ნივთის შეძენისას გამყიდველს ფასზე წინასწარ შეუთანხმდეთ. იტალიელები, ქართველების მსგავსად, ძალიან თბილი და სტუმართმოყვარე ხალხია. თუ ზრდილობიანი და კეთილი იქნებით, ვერონაში პრობლემები არ შეგექმნებათ. არ გაგიკვირდეთ, თუ იტალიელი მეგობარი ორივე ლოყაზე კოცნით მოგესალმათ, ეს იქაურებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა.
უბის წიგნაკი
ქვეყანა – იტალია;
ქალაქი – ვერონა;
ფართობი – 206.63 კვ.კმ;
მოსახლეობა – 265.410;
ოფიციალური ენა – იტალიური;
ვალუტა – ევრო.

Thursday, December 24, 2015

გეოგრაფიული ნომენკლატურა – საქართველოს შიგა წყლები


   მდინარეები:
შავი ზღვის აუზი – ფსოუ, ბზიფი, გუმისთა, კოდორი, კელასური, ღალიძგა, ჩხალთა, ენგური, ხობი, რიონი, ყვირილა, ძირულა, ჩხერიმელა, ცხენისწყალი, ტეხური, სუფსა, ნატანები, კინტრიში, ჭოროხი, აჭარისწყალი.
კასპიის ზღვის აუზი – მტკვარი, ფარავანი, ფოცხოვი, დიდი ლიახვი, ქსანი, არაგვი, ძამა, ტანა, თეძამი, ქცია-ხრამი, ალგეთი, დებედა, იორი, ალაზანი.
კავკასიონის   ჩრდ. ფერდობი – სულაკი(პირიქითას ალაზანი), თერგი(ასა, არღუნი).
ტბები – ამტყელი, ბაზალეთი, კარწახი, ლისი, მადათაფა, პალიასტომი, ფარავანი, საღამო, ტაბაწყური, დიდი რიწა, პატარა რიწა, ხანჩალი, ჯანდარა, ყელი.
მყინვარები – ლეხზირი, წანერი, ტვიბერი, ჭალაათი, ხალდე, ადიში, გერგეთი, დევდორაკი, თბილისა, ყვითლოდი, ქვიში, სუათისი.
წყალსაცავები (დას. საქართველო) – ჯვარი (მდ. ენგურზე), გალი (მდ. ერისწყალზე), გუმათი(მდ. რიონზე), ვარციხე (მდ. რიონზე), შაორი, ლაჯანური (მდ.ცხენისწყალზე), ტყიბული (მდ. რიონზე).
წყალსაცავები (აღმოს. საქართველო) – ჟინვალი(მდ. არაგვზე), წალკა (მდ. ხრამზე), სიონი (მდ. იორზე), თბილისი, ალგეთი(მდ. ალგეთზე), ზიონკარი (მდ. ლიახვზე).
ჭაობები – ერისწყლის (მდ. ოქუბსა და გაგიდას შორის);  ჭალადიდი-ფოთის (მდ. რიონსა და ხობს შორის);  ფიჩორა-პალიასტომის (მდ. ფიჩორას ორივე მხარე); ისპანი-ქობულეთის (მდ. ჩოლოქის აუზი); ნაკარღალის (მდ. ენგურის შესართავი); თიგორი-ჭურიის (მდ. ენგურსა და ხობს შორის); ნატანები-სუფსის(მდ. ნატანებსა და სუფსას შორის); ლაითურის (მდ. შარას აუზი).

მესი 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელია


ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა 2015 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. გამოკითხვაში 49 ქვეყნის წარმომადგენელმა 123-მა ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებული “ბარსელონას” არგენტინელი შემტევი ლიონელ მესი გახდა. მეორე ადგილზე “რეალის” ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ გავიდა, ხოლო მესამეზე “ბარსელონას” თავდამსხმელი ნეიმარი. შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს სამეული იბრძვის წელს “ოქროს ბურთისთვისაც”.
The Guardian-ის მიერ ორგანიზებული გამოკითხვის შედეგად საუკეთესო ათეული ასე დაკომპლექტდა:
ლიონელ მესი (“ბარსელონა”)
კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”)
ნეიმარი (“ბარსელონა”)
ლუის სუარესი (“ბარსელონა”)
რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”)
თომას მიულერი (“ბაიერნი”)
ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ)
მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”)
სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”)
ალექსის სანჩესი (“არსენალი”)

წყარო: worldsport.ge